ტურიზმი
17/05/2021

აჭარა ჯგუფი: საქმიანი ტურიზმის მიმართულებით დადებითი ტენდენციებია

„აჭარა  ჯგუფში“ შემავალი, სასტუმრო “რუმსის“ და „სტამბას“ გენერალური მენეჯერი  რუსუდან კალანდაძე „ბიზნესპარტნიორთან“ საკოორდინაციო საბჭოს რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ მთავრობის ეს ნაბიჯი ბიზნესზე დადებითად აისახება.

„შაბათ-კვირის შემთხვევაში მხოლოდ სასტუმროს სტუმრებს ვემსახურებოდით, ისიც 21:00 საათამდე. შესაბამისად, ახლა შესაძლებლობა გვექნება, გარედან მოსულ სტუმრებს ღია სივრცეში (სტამბაში, რუმსში და ლოლიტაში) ვუმასპინძლოთ.

დადებითი ეფექტი ექნება გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის 2 საათით გადაწევას. დიდი იმედი გვაქვს, რომ ივნისიდან საერთოდ მოიხსნება და ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით,“ - აცხადებს კალანდაძე.

როგორც სასტუმრო “რუმსის“ და „სტამბას“ გენერალური მენეჯერი აცხადებს, აღნიშნული შეზღუდვების ფონზე ძალიან რთული იყო ტურისტების მომსახურება. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში ტურიზმის თვალსაზრისით საკმაოდ დადებითი ტენდენციებია, განსაკუთრებით საქმიანი ტურიზმის მიმართულებით.

„სასტუმრო „რუმს თბილისი“ და „სტამბა“ საშუალოდ დატვირთულია, იმედი გვაქვს, უფრო მეტად დაიტვირთება“ -აცხადებს კალანდაძე.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილებაზე შეზღუდვა შემსუბუქდა და ის 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იქნება.  რეგულაცია უკვე დღეიდან შემსუბუქდება. გარდა ამისა, 22 მაისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას ღია სივრცეში მუშაობა დაშვებული ხდება. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023