ტურიზმი
16/03/2021

ახლობლების მონახულებამ შიდა ტურიზმის ვარდნა შეანელა

2020 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 8.3%-ით შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 910 000-ით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე 1 მილიონი ვიზიტი განახორციელეს. ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო მეგობრების და ნათესავების მონახულება. რაც შეეხება ტურისტული ტიპის ვიზიტებს, საშუალო თვიური რაოდენობა 480 000-ით განისაზღვრა, რაც 9.5%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ვიზიტორების 39.2% თბილისის მაცხოვრებელია, 12.8% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 12% ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

ვიზიტის მიზეზი პრიორიტეტების მიხედვით:

მეგობრების და ნათესავების მონახულება - ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 477 000-მდე.

მეორე სახლის მონახულება (აგარაკი ან სხვა) – ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 164 000.

შოპინგი - ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 149 000-ზე მეტი.

მკურნალობა, გაჯანსაღება - ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა  89 000-ზე მეტი.

დასვენება, გართობა, რეკრეაცია- ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა  80 000- ზე მეტი.

პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა - ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა  40 000-ზე მეტი.

რელიგია/მომლოცველობა - ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა  16 000-მდე.

განათლების მიღება -  ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა  4 000-ზე მეტი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023