ტურიზმი
02/03/2021

ალექსანდრე გიორგიძე: კომენდანტის საათი და ვაქცინის არარსებობა ტურიზმის აღდგენას აფერხებს

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საჰაერო საზღვარი უფრო მეტი ქვეყნისთვის იხსნება, შემომყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს პოზიტიური მოლოდინები არ აქვთ. 

ტურისტული კომპანია Off Road Georgia-ს დამფუძნებელი ალექსანდრე გიორგიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ კომენდანტის საათი უცხოელი ტურისტებისთვის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია და გარკვეულმა ნაწილმა ჯავშნები უკვე გააუქმა. 

,,კორონავირუსის  გამო, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნას მივესალმები. ეს შეზღუდვები მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი იყო  ტურისტებისთვის, მაგრამ  მოგეხსენებათ,  კომენდანტის საათი ისევ ძალაშია. როდესაც ტურისტი ფიქრობს, რომელ ქვეყანას  ესტუმროს, როგორ  ფიქრობთ არჩევას ისეთ ქვეყანაზე გააკეთებს, სადაც  9 საათის  მერე  ქუჩაში გამოსვლა ეკრძალება?  ბუნებრივია, არა. ჩემს კომპანიას ჰქონდა ჯავშნები სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ დღეს  გააუქმეს. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი კომპანიის პრობლემა არ არის. სანამ კომენდანტის საათზე შეზღუდვა არ მოიხსნება, იქამდე ტურიზმის სექტორის გამოცოცხლებაზე საუბარი ზედმეტია. ამას ისიც ემატება, რომ საქართველოსთვის ამ დრომდე არ არის ხელმისაწვდომი ვაქცინა. უსაფრთხო  მოგზაურება კი ტურისტებისთვის მთავარი პრიორიტეტია. შექმნილი ვითარების  გათვალისწინებით, ფრენების  აღდგენა და ქვეყვნებისთვის საჰაერო  საზღვრების  გახსნა, შედეგიანი ვერ იქნება,“ - განაცხადა ალექსანდრე გიორგიძემ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი მარტიდან საქართველოს საჰაერო საზღვარი დამატებით კიდევ 6  ქვეყნისთვის  გაიხსნა.  ესენია:  სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი და ბელორუსი.  შედეგად, იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ, შემდეგია:  ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ისრაელი, თურქეთი, შვეიცარია, ნორვეგია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საუდის არაბეთი, კატარის სახელმწიფო, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინის სამეფო,  ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი და სხვა. 

ცნობისთვის,  იმ ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებისთვის საქართველოს საჰაერო საზღვარი გახსნილია,  სასაზღვრო პუნქტზე უნდა წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პირებს აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია და ექვემდებარებიან 12 დღით საკარანტინე სივრცეში გადასვლას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023