ტურიზმი
03/02/2021

ალექსანდრე გიორგიძე: მაისის ჯავშანი რომ შემოგვივიდეს, ტურსაც კი ვერ დავითვლით

გიდების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ე.წ დაუმორჩილებლობის აქციას გასართობი ცენტრები, სპორტდარბაზები და ტურიზმის სექტორის სხვა წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ გაერთიანების ხელმძღვანელი, ალექსანდრე გიორგიძე აცხადებს, თუ შეზღუდვები არ მოიხსნება, გაკოტრებული ბიზნესების სიას კიდევ არაერთი კომპანია შეუერთდება.

„გასულ შაბათს გვქონდა აქცია, სადაც გავაჟღერეთ კონკრეტული მოთხოვნები. დღეს გაიმართა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რომლის დასრულების შემდეგაც მოვისმინეთ მუქარა. ეს აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ბიზნესისთვის. ძალიან ბევრ მიმართულებასთან გვაქვს კომუნიკაცია. ესენია გასართობი ცენტრები, ფიტნეს დარბაზები, ტურიზმის მიმართულების წარმომადგენლები, რესტორნები, რომლებიც შაბათს ვიწყებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას. ასე გაგრძელება ისედაც გაკოტრებული, ძლივს გადარჩენილი ბიზნესის სრულად გაკოტრებას ნიშნავს“,- აღნიშნავს გიორგიძე.

გიდების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის მინისტრმა ინდუსტრია მოატყუა მაშინ, როდესაც განაცხადა, რომ ტურიზმი ნაწილობრივ იხსნებოდა.

„ტურიზმის სექტორში ცალკე აღებული რომელიმე ბიზნესი არ არსებობს. ეს არის კომპლექსური ბიზნესი, რომელიც თავის თავში იმ უამრავ სხვა მიმართულებას მოიცავს, როგორიცაა რესტორნები, სასტუმრო, ტრანსპორტი, მაღაზიები, მუზეუმები და ა.შ. როდესაც ეს ყველაფერი დაკეტილია მინისტრი კი მეუბნება, მე შენ გხსნიო, ნუ მატყუებს. ყველაზე ოპიმისტურ შემთხვევაში აპრილის, ან მაისის ჯავშანი რომ შემოგვივიდეს, ტურსაც კი ვერ დავუთვლით. არ ვიცით, რა ხარჯებთან გვექნება საქმე, არ ვიცით, ტრანსპორტში რამდენს ვსვამთ და სხვა. ჩვენ ამ გეგმაზე მაისსა და ივნისში გვქონდა ნამუშევარი. ეს გეგმა არსებობს. სახელმწიფო ახლა კი არ უნდა იწყებდეს მუშაობას, არამედ უნდა ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული პოსტ კოვიდ გეგმა. ეს შეხვედრები, ალბათ, უფრო დროის გაჭიანურების მიზნით არის, ვიდრე რეალურად“,- თქვა გიორგიძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023