ტურიზმი
10/11/2020

აპარტოტელებს საშუალო სეგმენტის სასტუმროები კონკურენციას ვეღარ უწევს

საკურორტო ზონებში სასტუმროებს აპარტოტელების მშენებლობამ სერიოზული პრობლემა შეუქმნა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ გუდაურში,  3 ვარსკვლავიანი სასტუმრო „თრუსოს“ ხელმძღვანელმა ლევან კარიჭაშვილმა განუცხადა, ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა ეს მიმართულება, რასაც მცირე და საშუალო სეგმენტის სასტუმროები კონკურენციას ვეღარ უწვს.

„მაგალითად, გუდაურში შენდება კომპანია „რედკოს“ უზარმაზარი კორპუსები, მათ ჩვენ კონკურენციას ვერც პანდემიამდე ვუწევდით, ძალიან გვიჭირდა მუშაობა. კლინტებიც უპირატესობას აპარტოტელებს ანიჭებდნენ. ანალოგიური მდგომარეობაა სხვადასხვა კურორტზე, მათ შორის, ბაკურიანშიც.

ადრე თუ გვიან ასეც იქნებოდა. პატარა სასტუმროებს რაღაც უნდა შეეცვალათ. წლებია ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, გვქონდა საუბარი მინისტრთანაც, პრემიერ-მინისტრთანაც, პრობლემა ვერავინ მოაგვარა. ამას თან დაერთო პანდემია და საკონტროლო გასროლასავით იყო, მოგვკლა," - აცხადებს ლევან კარიჭაშვილი.

მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პანდემია დაიწყო, ანუ 2019 წლის მარტიდან,  „თრუსო“ დაიხურა და არც გახსნილა.

როგორც კარიჭაშვილი აცხადებს, კომპანიას არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა ეხადა კომუნალური გადასახადები, რასაც ემატება ჯარიმები, საურავები, რამაც კომპანია საბოლოოდ გაკოტრებამდე მიიყვანა.  

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023