ტურიზმი
26/02/2021

Bakuriani Resort-ი: 10 ოჯახისთვის 80 ნომრიანი სასტუმრო ვერ გაიხსნება

სასტუმრო Bakuriani Resort-ი ამ სეზონზე გახსნას არ გეგმავს. როგორც სასტუმროს გენერალური დირეტორის მოადგილე ნატალია ტალახაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, Bakuriani Resort-ს თავისი მასშტაბიდან გამომდინარე და არსებული ვითარების გათვალისწინებით, არ უღირს მუშაობა.

„გახსნა ასე მარტივად არ ხდება. ბაკურიანში გადაყინულია ყველაფერი და მისი გათბობა გაძვირებული ტარიფით რთულია. თან არ არის ისეთი მოთხოვნა, რომ აზრი ჰქონდეს ამ ეტაპზე სასტუმროს გახსნას. ერთადერთი, რა შემთხვევაშიც სასტუმროს ადმინისტრაცია გახსნას ვიფიქრებთ, არის ის თუ იქნება ჯგუფური მოთხოვნა, დაახლოებით 60-70 კაციანი. გასულ წელს, ამ დროს ტარდებოდა კონფერენციები, ასევე იყო ბანაკები, რომლებსაც ინგლისურენოვანი ბავშვები მოჰყავდათ, ახლა მსგავსი არაფერი ხდება. თუ ასეთი შემოთავაზება იქნება გავიხსნებით. 10 ოჯახისთვის კი 80 ნომრიანი  სასტუმრო ვერ გაიხსნება,“ - აცხადებს ტალახაძე.

მისი ინფორმაციით, Bakuriani Resort-ში ყველა თანამშრომელი უხელფასო შვებულებაშია გაშვებული.

რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, 25 თებერვლიდან სამთო კურორტებზე სასტუმროების გახსნა ნებადართულია. საბაგიროები  8 მარტიდან გაიხსნება.

ქვეყნის მასშტაბით კოვიდის ფონზე ზამთრის კურორტების მუშაობა 28 ნოემბრიდან იყო შეზღუდული. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება შეწყდა.

ამასთან, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დაშვებული იყო მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023