ტურიზმი
27/06/2023

ბაკურიანში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ლაბაუ" პირველ სტუმარს აგვისტოში მიიღებს

სასტუმროების ქსელი „მგზავრების“ ბრენდი „ლაბაუ“ პირველ სტუმარს 2023 წლის აგვისტოში მიიღებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „მგზავრების“ დირექტორის მოადგილემ, მადლენა მანუსაჩიანმა განუცხადა, სასტუმროს მშენებლობა  უკვე დასრულებულია და ახლა შენობის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

მისივე ინფორმაციით, სასტუმროში 125 მაღალი კლასის ნომერი იქნება.

გარდა ამისა, სასტუმროს აქვს 3 ჰა დაცული ტერიტორია, მოეწყობა ღია და დახურული აუზები; ფიტნეს და სპა ცენტრი, ასევე სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნები. 

კომპლექსში შედის რესტორნები და კაფე ტერასით, ღია და დახურული ავტოსადგომები, საკონფერენციო დარბაზი, სარეკრეაციო ზონა, ადმინისტრაცია და დაცვის 24-საათიანი მომსახურება.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება $5 მლნ-ია. 

მისი განცხადებით, პროექტის კონცეფცია მომხმარებლებისთვის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს შეთავაზებაა, რომელსაც შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურა ექნება. მანუსაჩიანი განმარტავს, რომ ეს უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე სიახლეა. კერძოდ, კომპანია ყიდის სასტუმროს ნომრების 40%-ს, რაც მესაკუთრეს სასტუმროს მეწილედ აქცევს. 

„მგზავრების“ სასტუმროების ქსელი უკვე 10 წელია ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი. სასტუმროს ტიპის აპარტამენტების კონცეფცია საქართველოში პირველად სწორედ „მგზავრებმა“ წარადგინა.

კომპანიის სტრატეგია, საქართველოს პოპულარულ კურორტებზე 5 ვარსკვლავიანი ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა, სასტუმროს ნომრების რეალიზაცია და სასტუმროს მენეჯმენტია.

"მგზავრებს" განახორციელებული აქვს 11 პროექტი ბაკურიანში; 4 პროექტი ბათუმის სანაპიროზე (გონიო); 1 პროექტი  გუდაურში; 2 პროექტი ბათუმში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023