ტურიზმი
25/06/2020

ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას 30 ივნისიდან განაახლებს

30 ივნისიდან ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას განაახლებს.

დელფინარიუმის ადმინისტრაციის ცნობით, დელფინების შოუს მიმდინარეობისას, ვიზიტორების ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

მაყურებელთა შორის დაცული იქნება სოციალური დისტანცია და შოუზე დასასწრები ბილეთები ადგილების გამოტოვებით გაიყიდება.

ბათუმის დელფინარიუმის ადმინისტრაცია მოუწოდებს ვიზიტორებს დელფინარიუმსა და აკვარიუმში განთავსებული საინფორმაციო დაფებით იხელმძღვანელონ.

30 ივნისიდან, დელფინების შოუ ყოველ სამშაბათს და შაბათ-კვირას 16:00 საათზე გაიმართება.

ბილეთის ფასი – 15 ლარია (ხანგრძლივობა 30-35 წუთი). 6 წლამდე ასაკის პატარებისათვის კი შოუზე დასწრება უფასოა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023