ტურიზმი
20/06/2023

ბათუმში, სასტუმრო "რუმსი" დამსვენებლებს ზაფხულის სეზონის ბოლოდან მიიღებს

ბათუმში „რუმსის“ ბრენდის სასტუმრო მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონის ბოლოს გაიხსნება.

როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ  „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, 123 ნომრიან სასტუმროში 70 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

„ცოტა ხნის წინ „აჭარა ჯგუფიდან“ ცალკე გამოიყო „რუმს ჰოტელები“. საქართველოში უკვე არის  "რუმსის" სამი ბრენდის სასტუმრო. მეოთხეს ვხსნით ბათუმში და მომავალ წელს, მეხუთეს აბასთუმანში დავამატებთ.

ბათუმში სასტუმრო "რუმსი" დამსვენებლების მიღებას მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონის ბოლოდან დაიწყებს. განსხვავებული სტილის სასტუმრო იქნება. ვფიქრობ, "რუმსს" უკვე იმდენად კარგად იცნობენ, რომ გვყავს ლოიალური მომხმარებელი და ველით, რომ ჩვენი დატვირთულობა წელსაც მაღალი იქნება,“-აღნიშნავს ვალერი ჩეხერია.

მისივე განმარტებით, ნომრები ორი კატეგორიისაა: ბიუჯეტური და ძვირადღირებული.

„გვაქვს ორი კატეგორიის ნომრები. ბიუჯეტური და ლაქშერი სეგმენტისთვის. გვინდა, რომ ყველამ შეძლოს დაისვენოს მისთვის მისაღებ ფასში და დარწმუნებული ვარ, მომხმარებელი ძალიან მალე შეიყვარებენ აჭარის „რუმსს“-აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.

შეგახსენებთ, „რუმს ჰოტელი“ "აჭარა ჯგუფის" ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, როლის  ძირითადი საქმიანობა ქართული ბრენდის Rooms-ის სასტუმროების მართვა და სხვადასხვა მიმართულებით მათი განვითარება წარმოადგენს.


Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023