ტურიზმი
21/09/2020

BEST WESTERN HOTELS & RESORTS-ის სასტუმროები კიდევ 4 ქალაქში გაიხსნება

სასტუმროების საერთაშორისო ქსელის Best Western Hotels & Resorts-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია Capitol HPS-ის ხელმძღვანელი გოჩა ჯაიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პანდემიამ  რამდენიმე საინტერესო პროექტი დააპაუზა.

საუბარია, საქართველოს 4 ქალაქში Best Western Hotels & Resorts-ის ქსელის სასტუმროს გახსნაზე.

ჯაიანი აცხადებს, რომ  აღნიშნულ პროექტებზე პროცესი ხელმოწერის გაფორმებამდეა მისული. რაც შეეხება იმას, თუ რომელ ლოკაციაზე  აშენდება საერთაშორისო ქსელის სასტუმროები, ამას ჯაიანი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს. მისი ინფორმაციით, ეს არ იქნება არც თბილისი და არც ბათუმი, რადგან ამ ორ დიდ ქალაქში ბრენდული სასტუმროების საკმაო რაოდენობაა, საქართველოს რეგიონებში კი ამ მიმართულებით ჩამორჩენაა და ქსელის განვითარებისთვის რეგიონები უფრო საინტერესოა.

„წლის ბოლომდე უნდა მოგვეწერა ოთხივე ხელშეკრულებაზე ხელი და სასტუმროები 2022 წელს უნდა გახსნილიყო. პამდემიის გამო დაპაუზდა ყველაფერი, ამიტომ ახლა  2021 წელის გაზაფხულამდე არ გვეცოდინება ხელშკრულების გაფორმების მომავალი თარიღი,“ - აცხადებს გოჩა ჯაიანი.

ის ამბობს, რომ მსოფლიოში არსებულმა პანდემიამ საგრძნობლად იმოქმედა ტურიზმის ყველა მიმართულებაზე, მათ შორის სასტუმრო ბიზნესის განვითარებაზეც რადგან შეჩერდა ბევრი პროექტი და სექტორში შემცირდა ინვესტიციებიც.

„ლიკანში, მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა გახსნილიყო ძალიან კარგი სასტუმრო, მაგრამ პროექტი გაჩერდა. ხელშეკრულება გაფორმებულია და მისი განხორციელება მომავალ წლამდე გადაიდო,“ - აცხადებს ჯაიანი.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში  დღეს ოპერირებს  Best Western Hotels & Resorts-ის ქსელში გაერთიანებული ექვსი სასტუმრო (მათ შორის 2 - თბილისი, ბათუმი, საირმე, ქუთაისი და გუდაური).

Best Western Hotels & Resorts-ის ქსელში დღეისათვის გაერთიანებულია მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის, სხვადასხვა კატეგორიის 4500-მდე სასტუმრო და იგი ამ მაჩვენებლით რიგით მეშვიდე სასტუმროების ქსელია მსოფლიოში. ქსელს გააჩნია 10 სხვადასხვა კატეგორიის ცალკეული ბრენდი: Best Western®, Best Western Plus®, Best Western Premier®, Executive Residency by Best Western®, Vīb®, GLō®, Aiden®, Sadie®, BW Premier Collection® და BW Signature Collection®, რომლებიც გათვლილია ყველა სახის სტუმარზე მათი მოთხოვნილებების მიხედვით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023