ტურიზმი
16/02/2023

"ბიოლმა" The 5 Stars Superior Hotel Award ჯილდო მიიღო

„ბიოლმა“ The 5 Stars Superior Hotel Award ჯილდო მიიღო.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისთან აცხადებს, აღნიშნული ჯილდო ევროპული სტანდარტების მიხედვით, მაქსიმალური შეფასებაა.

„იდეის გაჩენის დღიდანვე, მაქვს მიზანი რომ „ბიოლი“ უნდა იყოს საქართველოს ბრილიანტი სამედიცინო-ველნეს ინდუსტრიის თვალსაზრისით, ამ მიმართულებით მაქსიმალურად ვვითარდებით და ამას ჩვენი მომხმარებლებიც აფასებენ, თუმცა სასტუმრო სტანდარტებითაც როცა ასეთი მაღალი დონის შეფასებას იღებ, ბონუსად, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა.

ჩვენი მომხმარებლებისთვის ეს ჯილდო არის კიდევ ერთი დასტური, რომ „ბიოლი“ ევროპული კრიტერიუმებით, მაქსიმალურად მაღალ სტანდარტებს შეესაბამება, რაც დამატებითი სტიმულია ჩვენთვის და დამსვენებლებისთვის.“ - განაცხადა თამაზ მჭედლიძემ.

მისივე ინფორმაციით, დაფუძნებიდან დღემდე „ბიოლმა“ ვიზიტორებს 97 სხვადასხვა ქვეყნიდან უმასპინძლა. თუმცა, დამსვენებლები ძირითადად, ემირატებიდან, ისრაელიდან, ევროპის ქვეყნებიდან და ყაზახეთიდან ჩამოდიან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023