ტურიზმი
01/11/2023

Bloomberg-ის პლატფორმაზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლი მომზადდა

საქართველო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg-ზე ცნობილმა იუთუბერებმა ჯეიმ პოულ სპარფორდმა და ბენჯამინ დევიდ ებრელმა კახეთის შესახებ ვიდეორგოლი მოამზადეს. გადაცემის “Sorted Food” წამყვანებმა საქართველოში Bloomberg-თან ერთად იმოგზაურეს. 

ვიდეორგოლში „Glimpses of Georgia: Kakheti“ კახეთის ტურისტული ადგილებია ნაჩვენები. “Sorted Food”-ის  წამყვანებმა ჩურჩხელის ამოვლებაში, პურის ცხობასა და ყურძნის დაწურვაში მიიღეს მონაწილეობა. 3 წუთიან ვიდეორგოლში ნაჩვენებია კახეთის ვენახები და მარნები.

გადაცემას “Sorted Food” Youtube-ზე  2,7 მილიონი გამომწერი ჰყავს.  Sorted Food-ის გუნდი Bloomberg-ის კამპანიის ფარგლებში Youtube-ის მომხმარებლებს საქართველოს ტურისტულ მიმართულებას,  კულტურას, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს აცნობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg საქართველოს შესახებ სტატიასა და  ვიდეორგოლთან ერთად კიდევ  საიმიჯო რეპორტაჟს გამოაქვეყნებს. მიმდინარეობს სარეკლამო კამპანია სოციალურ მედიაში, (Facebook, Twitter, Instagram, Youtube, TikTok)   რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება.

Bloolberg-ზე  მარკეტინგული კამპანიის მიზანია საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023