ტურიზმი
12/10/2023
ავტორი: Business Partner

"ბორჯომი-ლიკანი" ახალ სეზონს განახლებული ვებ-გვერდითა და შეთავაზებებით იწყებს

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი ახალ სეზონს განახლებული ვებ-გვერდითა და  შეთავაზებებით იწყებს.

როგორც  სასტუმროს მენჯმენტში აცხადებენ, სისტემის განახლებაზე „ბორჯომ-ლიკანის“ გუნდი რამოდენიმე თვე აქტიურად მუშაობდა.

„ჩვენი მიზანია, მომხმარებლები ონლაინ ჯავშნების განხორციელებისკენ წავახალისოთ. ეს პროცესი მათთვის უფრო მარტივი და სწრაფი იქნება, ისინი შეძლებენ დამოუკიდებლად ნომრის შერჩევას, ერთმანეთთან შედარებას, დაჯავშნას და გადახდას. პროცესიც უფრო გამჭვირვალეა. ამიერიდან მომხმარებელს შეუძლია ონლაინ დაჯავშნოს სასურველი ნომერი სპეციალური პრომო კოდით და  25%-მდე ფასდაკლება  მიიღოს,“-აცხადებენ  „ბორჯომი-ლიკანში“.

სასტუმროს მენეჯმენტის ინფორმაციით, 25%-იანი ფასდაკლების მისაღებად მომხმარებელმა ჯავშნების დაწყებამდე სპეციალურ ველში  პრომო კოდი -  EBO უნდა მიუთითოს.

„გარდა ამისა, დავიწყეთ „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობა.  პარტნიორობის ფარგლებში, ნომრის დაჯავშნას და ღირებულების გადახდას მომხმარებლები  ნაწილ-ნაწილ შეძლებენ. შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია დატკბეს შვებულებით, დაისვენოს და ღირებულება 4 თვეზე,  4 თანაბარ ნაწილად, ყველანაირი დანამატის გარეშე გადაანაწილოს.

შეგახსენებთ, სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ადგილობრივ თუ უცხოელ დამსვენებელს აქტიურად მასპინძლობს. ტურისტების ზრდა შეინიშნება მეზობელი და ევროკავშირის ქვეყნებიდან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023