ტურიზმი
24/06/2023

ბუტიკ სასტუმრო "ბორჯომი ვერდე“ ფართოვდება

ბუტიკ სასტუმრო „ბორჯომი ვერდე“ ფართოვდება. კერძოდ, განთავსების ობიექტი ახალ ნომერს იმატებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ხატია მელიქიძემ - ბუტიკ სასტუმრო „ბორჯომი ვერდეს“ დამფუძნებელმა განუცხადა,  ახალი ნომერი ოფიციალურად 2 თვეში ამუშავდება და ის მაღალი კლასის იქნება, საკუთარი ჯაკუზით.

„გარდა ამისა, ვაფართოეთ სერვისსაც. აქამდე შეთავაზებაში საუზმე არ გვქონდა, მას მხოლოდ ინდივიდუალური მოთხოვნის შემთხვევაში ვუმზადებდით დამსვენებელს. ახლა კი, უკვე სერვისშიც გვექნება ეს შეთავაზება“, - აღნიშნა ხატია მელიქიძემ.

მან მომდევნო წლების სტრატეგიაზეც ისაუბრა და თქვა, რომ „ბორჯომი ვერდეს“ 2-3 წლის პერსპექტივაში, საკუთარი აუზიც ექნება.

„სამწუხაროდ, ბორჯომის მხარეში საოჯახო სასტუმროებს შორის ხარისხის თვალსაზრისით, ძალიან დაბალი კონკურენციაა. ისინი განხვავებულობაზე და გამორჩეულობაზე არ არიან ორიენტირებული. ჩვენ ამ ნაწილს დიდ ყურადღებას ვაქცევთ, ამიტომ, სტანდარტულ საოჯახო სასტუმროებზე მაღალი, თუმცა 5 ვარსკვლავიან სასტუმროზე, დაბალი ფასები გვაქვს“, - აღნიშნა მელიქიძემ.

მისივე თქმით, ერთი ღამის ღირებულება, ამჟამად, „ბორჯომი ვერდეს“ სტანდარტულ ნომერში 140 ლარია, მაღალი კატეგრიის ნომერში კი - 220 ლარი. 

ცნობისთვის, ბუტიკ სასტუმრო „ბორჯომი ვერდე“ 2017 წლიდა ფუნქციონირებს. ის 5 ნომერს მოიცავს, მათ შორის ლუქსის ტიპის ნომერსაც. ბუტიკ სასტუმრო მომხმარებელს გარკვეულ აქტივობებსაც სთავაზობს, კერძოდ საცხენოსო და კვადრო ტურებს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023