ტურიზმი
05/05/2021

ეგვიპტის ტურებზე მაღალი მოთხოვნაა - ფასები 1300 ლარიდან იწყება

ეგვიპტურმა ავიაკომპანია Air Cairo-მ საქართველოს მიმართულებით ფრენები განაახლა.

როგორც AviaNews-ს საქართველოში Air Cairo-ს ​ გენერალური აგენტი კომპანია “ავიაქსელის” (Avianet) ხელმძღვანელმა ამირან აბესაძემ განუცხადა, Air Cairo-მ შარმ-ელ-შეიხი-თბილისი-შარმ-ელ-შეიხის საჰაერო ხაზზე ოპერირება 11 აპრილიდან აღადგინა. რეისები ამ დროისათვის კვირაში ერთი სიხშირით, თუმცა 1-ელი ივლისიდან კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას განხორციელდება. 

“ეგვიპტის ტურებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა. ტურის ღირებულება 1300 ლარიდანაა ორმხრივი ავიაბილეთის ჩათვლით. ვყიდით, როგორც ერთ კვირიან ასევე 2 კვირიან ტურებსაც. გვქონდა შემთხვევა, როდესაც ჩვენმა მომხმარებელმა ეგვიპტის 1-თვიანი ტურისტული პაკეტი შეიძინა. რაც მთავარია ეგვიპტეში შესასვლელად PRC ტესტის “ნეგატიური” პასუხია საჭირო”, - აცხადებს ამირან აბესაძე. 

ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებდა და თბილისის მიმართულებით ფრენებს შარმ-ელ-შეიხიდან და ჰურგადადან ახორციელებდა.

Air Cairo წარმოადგენს EGYPT AIR-ის წილობრივ საკუთრებაში მყოფ შვილობილ ავიაკომპანიას, რომელიც დაბალ ტარიფიან (Low Cost) მოდელზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს მგზავრებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023