ტურიზმი
18/09/2023

ელენე ოთარაშვილი: MICE ტურიზმი ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი მიმართულებაა

Golden Tulip Design Tbilisi-ს გენერალური მენეჯერის, ელენე ოთარაშვილის განცხადებით, ბევრი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს პოზიციონირება გლობალურ ბაზარზე მოხდეს, როგორც უსაფრთხო ქვეყანა.

ამასთან, როგორც ელენე ოთარაშვილი აღნიშნავს, საქმიანი ტურიზმი ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი მიმართულებაა ტურიზმის ინდუსტრიაში.

„რეგიონში არსებული საომარი მოქმედებიდან გამომდინარე, დღეისათვის საქართველო არ არის აღქმული როგორც უსაფრთხო ქვეყანა. ევროპის ქვეყნებიდან მომხმარებლები თავს იკავებენ დიდი ჯგუფებით ჩამოსვლისგან. ამ ეტაპზე გვაქვს ევროპიდანაც დაკვეთები, მაგრამ ეს არის ძალიან მცირე მასშტაბი იმასთან შედარებით, რაც იყო 2019 წლამდე.“-აღნიშნა ელენე ოთარაშვილმა.

მისივე განმარტებით, MICE ტურიზმი საქართველოში 2019 წლამდე აღმასვლით ხასიათდებოდა, თუმცა კოვიდმა დიდი დარტყმა მიაყენა ამ სექტორს.

"პანდემიის შემდეგ უკვე ვიღებდით ევროპის ქვეყნებიდან ჯავშნებს, თუმცა უკრაინაში მიმდიბარე ომმა ხელი შეუშალა ამ სფეროს განვითარებას.

ამასთან, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რასაც აფიქსირებენ საქმიანი ტურიზმის წარმომადგენლები, ესაა პირდაპირი ფრენების არარსებობა. საქმიანი ტურისტები ის სეგმენტია, რომლებიც გზაში არ უნდა ხარჯავდნენ დიდ დროს.“-აღნიშნა ელენე ოთარაშვილმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023