ტურიზმი
23/07/2020

ენგურის კაშხალზე ტურისტული ატრაქციის მოწყობა გადავადდა

ენგურის კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ზონის მოწყობა გადავადდა. მიზეზად კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი სახელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ინვესტორთა შერჩევის პროცესი ვითარების დასტაბილურების შემდეგ განახლდება.

დღეის მდგომარეობით „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ მიერ მომზადებული ალტერნატივების შეფასება და პროექტის დაფინანსების სქემების განხილვა მიმდინარეობს.

კომპანიამ პროექტის სოციალურ-ეკონომიკური კვლევა გასულ წელს დაასრულა. კვლევის შედეგად რეკომენდებული ატრაქციების საინვესტიციო ღირებულება  37,813 მლნ ლარია. პირველ ეტაპად მოიაზრება 1250 მეტრიანი ზიპლაინის და გადმოსახედი ბაქანის მოწყობა, თუმცა ინვესტორის ვინაობა ცნობილი ჯერ კიდევ არ არის.

პროექტის სრულად განხორციელების ვადა 5 წელია. ენგურჰესი ქვეყნის პირველი ინდუსტრიული ძეგლი იქნება, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე მოეწყობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს პანორამული ლიფტის, საბაგიროსა და ავტობუსის ტურებს, გათვალისწინებულია ასევე წყლის სპორტის და გვირაბის პროექტები.

პროექტის დაგეგმვისას ითქვა, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში კაშხალზე ტურისტული ზონა წელიწადში 400 000-მდე ტურისტს მოემსახურება და რეგიონში ყველაზე შემოსავლიანი ტურისტული ობიექტი გახდება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023