ტურიზმი
24/05/2023

ფინანსთა სამინისტრო წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას ელის

ფინანსთა სამინისტრო წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას ელის.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, პირველი კვარტლის მაჩვენებლები ადასტურებს, რომ ტურისტების რიცხვის ზრდის დინამიკა გაგრძელდება.

„მოლოდინი გვაქვს, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს გაიზრდება. პირველი კვარტალიც ამას ადასტურებს. ჯამში, პირველ სამ თვეში ტურიზმიდან ქვეყნის ეკონომიკაში 795 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებლებთან შედარებით ორჯერ მეტია, 2019 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებს კი 37%-ით აღემატება.

მოგეხსენებათ, პანდემიის პერიოდში ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმის სექტორმა მიიღო, ჩვენ მნიშვნელოვნად შეგვიმცირდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, თუმცა გასულ წელს საკმაოდ კარგი ტენდენცია იყო ამ კუთხით, შემოსავლებმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებლებს.

თუმცა აღსანიშნავია,მიუხედავად იმისა რომ თანხობრივ მაჩვენებლებში ქვეყნის ეკონომიკაში მეტი მეტი თანხა შემოვიდა, ვიზიტორთა რაოდენობა მაინც იყო უფრო ნაკლები.“-აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023