ტურიზმი
20/07/2023

"FIS-თან ერთად, სვანეთში ოთხი სეზონის სასწავლო-საწვრთნელი ბაზის პროექტზე მუშაობას ვიწყებთ"

ბაკურიანში წარმატებით ჩატარებული ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასთან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გენერალურ მდივანთან მიშელ ვიონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ ფედერაცია დადებითად აფასებს ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატს და საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოებს ზამთრის კურორტების ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის, რაც იმის საფუძველი გახდა, რომ საქართველო დღეს უკვე არის ყოველწლიური სათხილამურო ჩემპიონატების მსოფლიო კალენდრის ნაწილი.

„სასიხარულო და საამაყოა, რომ გუდაური და ბაკურიანი მიმდინარე წლის ბოლოდან მომდევნო წლების განმავლობაში  ყოველწლიურად უმასპინძლებს მსოფლიო თასებს, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მორიგი აღიარებაა და უდიდესი შესაძლებლობაა  სამთო-სათხილამურო  კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციის კუთხით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასთან ერთად, იწყება მუშაობა სვანეთში ოთხი სეზონის სასწავლო-საწვრთნელ პროექტზე, რომელიც განხორციელების შემთხვევაში, თავისი უნიკალური ინფრასტრუქტურით რეგიონში პირველი მსგავსი ტიპის, მაღალი დონის სპორტული ბაზა იქნება.

„ვიწყებთ მუშაობას მორიგ მასშტაბურ პროექტზე, რომელიც სვანეთში ოთხი სეზონის სასწავლო-საწვრთნელი ბაზის დაარსებას გულისხმობს. პროექტის განხორციელება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ჩატარებული ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ტექნიკური კვლევების საფუძველზე მოხდება. პირველ ეტაპზე სწორედ ამ მიმართულებით დაიწყება მუშაობა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით,  აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება რეგიონის ცნობადობა საერთაშორისო მასშტაბით და სვანეთი უფრო მიმზიდველი გახდება, როგორც  ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლისათვის, ისე ინვესტორებისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023