ტურიზმი
11/05/2021

Flynas-ი 17 მაისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებს

საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი 17 მაისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებს.

როგორც საქართველოს პარამენტის წევრი, ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით ფრენებს კვირაში 21 სიხშირით განახორციელებს. 

“17 მაისიდან, კვირაში 21 რეისი – რიადიდან, ჯედადან და დამამიდან თბილისის და ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს საუდის არაბეთის ეროვნული ავიაკომპანია flynas طيران ناس შეასრულებს

კოვიდ-19 დროს კვირაში 21 რეისის ოპერირება საქართველოს ტურიზმის უდიდესი პოტენციალის, ნდობის და ჩვენი ქვეყნისადმი დიდი სიყვარულის გამოხატულებაა ავიაკომპანიის მხრიდან, რადგან ასეთი მოცულობის ფრენები ამავდროულად უდიდესი ფინანსური რისკია ავიაკომპანიისთვის.

ჩვენი ქვეყნისთვის, კი ეს უდიდესი შესაძლებლობაა გავაძლიეროთ ტურიზმის სექტორი და კვირაში 3,500ზე მეტ მხარჯველუნარიან ტურისტს ვუმასპინძლოთ საუდის არაბეთიდან!

მადლიერი ვარ იმ მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის რაც გვაკავშირებს ავიაკომპანიასთან და მის გუნდთან!”, წერს სოციალურ ქსელში მარიამ ქვრივიშვილი.

Flynas საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოში 35 მიმართულებით ასრულებს ავიარეისებს. ავიაკომპანიის ფლოტი უახლესი საჰაერო ხომალდებით Airbus A320NEO შედგება.

საუდის არაბეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც მაღალმხარჯველი ტურისტებით გამოირჩევა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023