ტურიზმი
16/02/2021

FlyUIA კიევი-თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენიდან ერთი თვის თავზე, რეისების რაოდენობას აორმაგებს.

როგორც AviaNews-ს FlyUIA-ს საქართველოს წარმომადგენლობაში განუცხადეს, 1-ლი მარტიდან FlyUIA კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 4 სიხშირით განახორციელებს.

ფრენები კიევი-თბილისის მიმართულებაზე ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს პარასკევს და კვირას, ხოლო თბილისი-კიევის მიმართულებაზე კი ყოველ ორშაბათს, სამშაბათს ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება.

რეისები დაგეგმილია ისე, რომ თბილისიდან წასულმა მგზავრმა მაქსიმალურად კომფორტულად იმგზავროს კიევის გავლით ყველა იმ მიმართულებაზე, სადაც დღეისათვის FlyUIA ასრულებს ფრენებს.

ამ დროისათვის საქართველო უკრაინისთვის “მწვანე ზონაშია”, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან ჩასულ მგზავრს უკრაინაში სავალდებულო თვითიზოლაცია აღარ შეეხება. 

გაითვალისწინეთ, რომ მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით.

გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია, მგზავრებმა მოგზაურობის დაგეგმვის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023