ტურიზმი
22/07/2020

ფრენების გადავადებას მოულოდნელი ცვლილებები არ გამოუწვევია - ლოპოტა სპა რეზორტი

„ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალური მენეჯერის, მაკა ღლიღვაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ობიექტი  სრულად გადართულია ადგილობრივი ბაზრის პოტენციალის ათვისებაზე.

რაც შეეხება რეგულარული ფრენების 1 სექტემბრამდე გადავადებას, ღლიღვაშვილი აღნიშნავს, რომ ქართველები ყოველთვის შეადგენდნენ „ლოპოტა სპა რეზორტის“ დამსვენებლების უმრავლესობას, წელს კი უკვე ძირითად სეგმენტად იქცნენ.

როგორც ღლიღვაშვილი განმარტავს, წლის მეორე ნახევრის ჯავშნები ჯერ კიდევ გაზაფხულზე გაუქმდა, ასე რომ, ამჯერად ფრენების გადავადებას განსაკუთრებულად მოულოდნელი ცვლილებები არ გამოუწვევია.

რაც შეეხება იმას, თუ რა მოლოდინები არსებობს  მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, ღლიღვაშვილი აცხადებს, რომ ზაფხულის 2 თვე, პრაქტიკულად, მიიწურა, თუმცა, კომპანიამ გამომდინარე გასულ წლებთან შედარებით დაბალი დატვირთულობისა, სწრაფად მოახერხა ახალ რეალობაზე გადაწყობა, შესაბამისად, დაისახა ფინანსური მოლოდინებიც.  

„ამჟამად კომპანია  მასპინძლობს როგორც ინდივიდუალურ დამსვენებლებს, ასევე კორპორატიულ ჯგუფებს,“ - აცხადებს ღლიღვაშვილი.

მისივე ინფორმაციით, „ლოპოტა სპა რეზორტი“ განვითარების პროექტებზე აქტიურად მუშაობს, რომლის დეტალებსაც ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023