ტურიზმი
26/07/2023

გასტრონომიული ტურიზმის ასოციაცია ქართული თევზეულის ძველ რეცეპტებს აღადგენს

გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია ქართული თევზეულის ძველ რეცეპტებს აღადგენს. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-ს“ ასოციაციის თანადამფუძნებელმა, ქეთი კვიჭიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კულინარიული ექსპედიცია აჭარის სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად უკვე დაწყებულია და მალე საზოგადოებისთვისაც ცნობილი გახდება. შემდგომში კი ბიზნესებმა სექტორის განვითარება უნდა მოახდინონ.

„ჩვენი კვლევის შედეგად, რომელსაც იხტიოლოგებთან ერთად ვატარებდით, მხოლოდ ძველი წიგნებითა და ინფორმაციებით 100 რეცეპტი მოვიძეთ. მათ შორის იყო - მიდიები, კიბორჩხალები, ასევე რაპანი, რომელიც შავ ზღვაში მოიპოვება. „ - აცხადებს კვიჭიძე.

როგორც გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, ყველაზე მეტი რეცეპტი ზღვისპირეთში აღმოაჩინეს, თუმცა რეცეპტებს სხვა რეგიონებშიც მიაკვლიეს.

ამჟამად, შეფ-მზარეულებთან ერთად რეცეპტების წიგნზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რომლის პოპულარიზაციაც საზოგადოებაში მოხდება.  

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023