ტურიზმი
23/04/2021

Georgian Travel Guide-ი შიდა ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით შემეცნებით გათამაშებას იწყებს

ქართული ტურისტული პლატფორმა GeorgianTravelGuide.com შიდა ტურიზმის განვითარების მიზნით მართავს სახალისო და შემეცნებით გათამაშებას, სადაც ნებისმიერ მოგზაურს შესაძლებლობა აქვს გაერთოს და მოიგოს მოგზაურობასთან დაკავშირებული პრიზები.

თამაში მიზნად ისახავს: გაზარდოს საქართველოში არსებული ტურისტული ობიექტების ცნობადობა; გაზარდოს მოგზაურთა დაინტერესება შიდა ტურიზმით.

მოგზაურები თამაშში Georgian Travel Guide-ის მობილური აპლიკაციის მეშვეობით ჩაერთვებიან და შეეცდებიან გამოიცნონ საქართველოში არსებული ტურისტული ობიექტები, ბუნებრივი და ისტორიული ძეგლები.

თამაშის პირველი რაუნდი დაიწყება 26 აპრილს და გაგრძელდება ერთი კვირის განმავლობაში.

გამარჯვებული გამოვლინდება 2 მაისს -კვირა დღის ბოლოს.

გამოვლინდება სამი ძირითადი გამარჯვებული (I, II და III ადგილი), რომელთაც გადაეცემათ მოგზაურობასთან დაკავშირებული პრიზები. ძირითად საპრიზო ადგილების გარდა ყოველდღიურად გაიმართება ბონუს რაუნდები, სადაც ასევე გათამაშდება საინტერესო პრიზები.

თითოეული თამაში შედგება შემთხვევითად შერჩეული 10 კითხვისაგან. თითოეულ კითხვას აქვს 4 სავარაუდო პასუხი. მონაწილეს ქულა მიენიჭება სწორი პასუხის მითითების შემთხვევაში. ქულის მინიჭებისას გაითვალისწინება თუ რამდენი წამი დასჭირდა მონაწილეს სწორი პასუხის შესარჩევად.

თამაშის წესები სრულად იხილეთ ბმულზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023