ტურიზმი
12/07/2023

Georgian Wings-ი თბილისი - ბათუმი - თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს

ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი თბილისი- ბათუმი- თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს. 

ავიაკომპანია Geosky-ს ინფორმაციით, პირველი რეისი 2023 წლის 28 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება. 

მგზავრებს, 70 ადამიანზე გათვლილი საჰაერო ხომალდი ყოველდღე, კვირაში 12 სიხშირით მოემსახურება.

"დღეიდან ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძებელია, ავია სალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში, ხოლო 15 ივლისიდან - ოფიციალური ვებ გვერდის Georgianwings.com-ის მეშვეობით,"-აცხადებენ ავიაკომპანიაში. 

Georgian Wings-ის წარმომადგენელის განცხადებით, ტურისტულ ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, პირველ მიმართულებად ქვეყნის შიდა ფრენებზე გაეკეთებინა აქცენტი და მგზავრებისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით, სულ რაღაც 55 წუთიანი ფრენის ხანგრძლივობით ყოველდღიური რეისები შეეთავაზებინა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს მხოლოდ ავიაკომპანია Georgian Wings-ი სთავაზობს მგზავრებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023