ტურიზმი
23/10/2023

გიდების ასოციაცია:საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქმიანობის დარეგულირება აუცილებელია

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ტურიზმის შესახებ ახალ კანონპროექტთან  დაკავშირებით შენიშვნები რჩებათ.

როგორც გიდების ასოციაციაში აცხადებენ,  საკითხი ქართულ ბაზარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქმიანობის დარეგულირების საჭიროებას ეხება.

გიდების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირინა ივანიძე აღნიშნავს, რომ  საქართველოში არაერთი ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანები ტურებს აწყობენ და ხდება ისეც, რომ ისინი მომხმარებლებს არასწორ ინფორმაციასაც აწვდიან.

„თუ გაივლით ტურისტულ ადგილებში, ნახავთ რამდენი უცხოელი მუშაობს გიდად, კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, სერტიფიცირება იყოს სავალდებულო და გიდის სერტიფიკატი ჰქონდეს მხოლოდ იმ ადამიანს, რომელაც გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა ან როგორც მინიმუმ, სარგებლობს ბინადრობის უფლებით. აგრეთვე აუცილებლად მიგვაჩნია, მათ  ქართული ენის ცოდნაც დაევალოთ.“-აღნიშნავს  ირინა ივანიძე.

მისივე განმარტებით, ძალიან ბევრი აქტიური, ადგილობრივი გიდი, რომელსაც გასულ წლებში თავისუფალი დღე არ ჰქონდა, დღეს დაუსაქმებელია, მათზე მოთხოვნა კი მცირდება. 

„შემოდიან ჩვენი მეზობელი თუ არამეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის რუსეთიდან, პაკისტანიდან , სომხეთიდან, თურქეთიდან და  გიდად საქმდებიან. ჩვენ არ ვიცით რა ინფორმაცია გადის ქვეყნიდან მათი მეშვეობით. ძალიან მძიმე მდგომარეობაა ამ კუთხით და საფრთხე შეექმნა არამხოლოდ რუსულენოვანი, ადგილობრივი გიდების, არამედ ინგლისურის მცოდნე გიდების დასაქმებასაც.“-აღნიშნავს ირინა ივანიძე.

ცნობისთვის, წლის ბოლომდე ტურიზმის სექტორს განახლებული მარეგულირებელი ჩარჩო ექნება. როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი აცხადებს, კანონი პლენარულ სხდომაზე გავა და 2024 წლამდე დამტკიცდება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023