ტურიზმი
10/07/2020

გიორგი გახარია: ჩვენ ყველამ ერთად, ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ საქართველო

ვიწყებთ შიდა ტურიზმის მხარდაჭერას, ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, ყველა ის ადგილი, რომელიც შესაძლებელია იყოს დავიწყებული, - განაცხადა პრემიერმა ასურეთის რეაბილიტირებული უბნის დათვალიერების შემდეგ.

გიორგი გახარია მოქალაქეებს მოუწოდებს ოჯახის წევრებთან, შვილებთან ერთად, ხელახლა ნახონ ყველაფერი საქართველოში, რათა როდესაც ტურიზმი სრულად აღდგება და უცხოელი სტუმრები ჩამოვლენ, საუკეთესო გიდი იყოს თითოეული ჩვენგანი.

„ჩვენი ასურეთში ყოფნა არის სიმბოლური.  ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელმაც შიდა ტურიზმი უნდა განავითაროს. ჩვენ ყველანაირი პირობის გარეშე გავხსენით მოგზაურობა გერმანიასთან, ეს არის პირველი გერმანული დასახლების ისტორიული ადგილი საქართველოში. პირველი გერმანული დასახლება საქართველოში, როგორც ჩანს, ისტორიულად, იყო 1817 წლიდან, უკვე 200 წელზე მეტი გავიდა და სწორედ 200 წლიან იუბილეს ეძღვნებოდა ამ ქუჩის რეაბილიტაციის იდეა. აქ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი და ჩვენ ამას, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან ერთად გავაგრძელებთ. ჩვენ ჩვენი ისტორიაც უნდა გვახსოვდეს, ჩვენი გერმანელებიც უნდა გვახსოვდეს, იმიტომ, რომ ამ ხალხს საკმაოდ მძიმე ისტორია ჰქონდა. მოგეხსენებათ, რომ მეორე მსოფლიო ომის წინ ეს ხალხი საქართველოდან გადაასახლეს. თუმცა თანაცხოვრების შესანიშნავი ისტორია იყო, რომელსაც ახლა ყველანი ვხედავთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023