ფოტო: conversation
ტურიზმი
17/11/2021

Go Tour: ქართული კოვიდბარათის აღიარება ნაბიჯია მოგზაურობის დასტაბილურებისკენ

ქართული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო სერტიფიკატის აღიარებას დადებითად აფასებენ ტურისტულ კომპანია Go Tour-ში.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ნინო წიკლაური ბიზნესპარტნიორთან განმარტავს, გადაწყვეტილება ქართველ მოგზაურებს დროისა და ფულის დაზოგვის საშუალებას მისცემს, თუმცა, კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, ეს საკმარისი არაა და საჭიროა ქვეყანაში კოვიდსიტუაციის გაუმჯობესება, რათა ქართველმა ვიზიტორებმა მეტ ქვეყანაში შეძლონ მოგზაურობა.

„აქამდე ჩვენს კოვიდ პასპორტებს ევროპის ქვეყნებში QR კოდის კითხვის პრობლემა ქონდათ. ამისთვის მოგზაურებს სჭირდებოდათ დამატებითი დროის და თანხების გაწევა, რომ აპოსტილით ყოფილიყო დამოწმებული. ახლა, საერთაშორისო აღიარება მოგზაურობას უფრო კომფორტულს გახდის და გაიზრდება მოგზაურების რაოდენობაც. ქართული კოვიდბარათის აღიარება ერთ-ერთი ნაბიჯია მოგზაურობის დასტაბილურებისკენ, თუმცა მთავარი მხოლოდ ქართული კოვიდსერთიფიკატის აღიარება არ არის, მთავარია ქვეყანაში ისეთი კოვიდ სტუაცია გვქონდეს, რომ რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ მიგვიღოს.“ - განაცხადა ნინო წიკლაურმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023