ტურიზმი
20/11/2020

გონიოში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო “ლაბაუ“ 2021 წლის ბოლოს გაიხსნება

სასტუმროების ქსელი „მგზავრები“ „ლაბაუს“ ბრენდით გონიოში  5 ვარსკვლავიან სასტუმროს 2021 წლის დეკემბერში გახსნის. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ქსელ „მგზავრების“ დირექტორის მოადგილე მადლენა მანუსაჩიანმა განუცხადა, 16 სართულიანი შენობაში უმაღლესი კლასის 205 სასტუმრო ნომერი იქნება.

გარდა ამისა, სასტუმრო მოიცავს 1,5 ჰა დაცულ ტერიტორიას, ღია და დახურულ აუზებს, აკვაპარკს, ფიტნეს და სპა ცენტრს, სპორტულ და საბავშვო გასართობ მოედნებს. კომპლექსში შედის  რესტორნები და კაფე ტერასით, ღია და დახურული ავტოსადგომები, საკონფერენციო დარბაზი, სარეკრეაციო ზონა, ადმინისტრაცია და დაცვის 24-საათიანი მომსახურება.

როგროც მანუსაჩიანი აცხადებს, პროექტში 7 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

„მგზავრების“ სასტუმროების ქსელი უკვე 10 წელია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი. სასტუმროს ტიპის აპარტამენტების კონცეფცია საქართველოში პირველად სწორედ „მგზავრებმა“ წარადგინა.

კომპანიის სტრატეგია, საქართველოს პოპულარულ კურორტებზე 5 ვარსკვლავიანი ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა, სასტუმროს ნომრების რეალიზაცია და სასტუმროს მენეჯმენტია.

10 წლის განმავლობაში მგზავრების განხორციელებული პროექტებია:

  • 11 პროექტი ბაკურიანში;
  • 4 პროექტი ბათუმის სანაპირო (გონიო);
  • 1 პროექტი  გუდაურში;
  • 2 პროექტი ბათუმში;

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023