ტურიზმი
12/03/2021

HSC Group-ი: წელს უცხოეთიდან დიდ ჯგუფებს არ ველით, შიდა ტურიზმზე ვართ ორიენტირებული

ფასები მესამედ ნიშნულზეა, მაგრამ თანამშრომლების შენარჩუნებისთვის ამ ეტაპზე ეს საკმარისია, - ასე აფასებს სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია HSC Group ბაზარზე არსებულ ვითარებას.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ძირითად აქცენტს შიდა ტურიზმზე აკეთებენ, რადგან საერთაშორისო ვიზიტორებთან დაკავშირებით ჯერ გაურკვევლობაა.

„ამ ეტაპზე გაიხსნა ჩვენი ორი სასტუმრო, "ბანგურიანი" სვანეთში და "ამპელო" კახეთში. ჯერ-ჯერობით ისევ ორიენტირებულები ვართ შიდა ტურიზმზე, რადგან  არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია უცხოელი ვიზიტორების შემოსვლასთან დაკავშირებით. მოთხოვნა მათი მხრიდან დიდია, მაგრამ პარტნიორები ელოდებიან რეგულარული რეისების აღდგენას, სიტუაციის დასტაბილურებას და რიგი შეზღუდვების მოხსნას.

შარშან ექსტრემალურ რეჟიმში მოგვიხდა შიდა ტურიზმის რელსებზე გადაწყობა და ამ ფონზე კარგი შედეგი მივიღეთ. დღეს უკეთ ვართ მომზადებულები შიდა ტურიზმის მოთხოვნების საპასუხოდ. სამთო კურორტებზე აუცილებელი იყო საბაგირო გზების გახსნა, ისედაც სეზონის მიწურულს, ხალხს სურს თხილამურებით სრიალი და ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ამოვლენ სვანეთში. მოთხოვნა მზარდია. "ბანგურიანს" უკვე აქვს ჯავშნები და მარტის დაახლოებით 35-40% შევსებულია. გააქტიურდნენ ტურისტული კომპანიებიც და მოგვდის მოთხოვნები როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ვიზიტებზე. "ამპელო" 10 მარტს იხსნება და პირველი კვირა უკვე 90%-მდეა შევსებული. არის როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორატიული მოთხოვნები. შიდა ტურიზმისთვის კახეთი მოწოდების სიმაღლეზეა ლოკაციიდან გამომდინარე, გარდა ამისა, სამთო სათხილამურო კურორტების დაკეტვამაც ბევრი სტუმარი აქეთ გადმოანაწილა. ფასები, სტანდარტულ სიტუაციასთან შედარებით ყველგან მესამედი გვაქვს, მაგრამ არაფერს ჯობია,“ - გიორგი დოლიძე HSC Group-ის დირექტორი.

დატვირთვის პოზიტიური მაჩვენებლის მიუხედავად კვლავ პრობლემად რჩება ფინანსური რესურსის ნაკლებობა.

„ვახერხებთ თანამშრომლების შენარჩუნებას და ელემენტარული ხარჯების დაფარვას. მოგებაზე საუბარი ზედმეტია. ყოველი დღე ახალი დინამიკაა, იმედი გვაქვს, ვაქცინირებული ქვეყნებიდან ტურისტები ჩამოვლენ, თუმცა, ვვარაუდობთ დიდი ჯგუფების წელი წელს არ იქნება და ძირითადად ახალგაზრდები (20-45 წლის) იმოგზაურებენ ჩვენთან, აქედან 80% არ იქნება მაღალმხარჯველუნარიანი და ძირითადი მოთხოვნა მცირე და საშუალო დონის სასტუმროებზე იქნება,“ - გიორგი დოლიძე HSC Group-ის დირექტორი.

სასტუმრო მენეჯმენტ კომპანია HSC Group საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს. კომპანია სასტუმროებს უწევს ობიექტის გახსნისთვის მომზადების საკონსულტაციო მომსახურებას, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებას და სასტუმროს მართვას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023