ტურიზმი
25/08/2023

II კვარტალში საქართველოს რეზიდენტების ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და რუსეთში განხორციელდა

2023 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 697.8 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 35.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 47.2 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ,- ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს. 

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 543.6 ათასი შეადგინა, რაც 33.9 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 331.7 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 50.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 

ვიზიტების უმრავლესობა, 49.7 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 46.4 პროცენტს შეადგენდა.

2023 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (33.3 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით.ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 236.7 ათასი და 79.9 ათასი ვიზიტი. 

2023 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 514.3 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 12.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის II კვარტალთან შედარებით 15.9 პროცენტით შემცირდა და 946.0 ლარი შეადგინა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023