ტურიზმი
20/06/2023

იმერეთის "გემო ფესტს" საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები გააშუქებენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციიამ იმერეთში,  ქუთაისში „გემო ფესტზე“ მსოფლიოს წამყვანი გამოცემების წარმომადგენლებს უმასპინძლა.  Thrilist-ის, Lonely Planet-ის, Sourced Journeys-ის,  Matador-ისა და სხვა მედია პლატფორმების ჟურნალისტები ფესტივალის შესახებ მასალებს მოამზადებენ.

„თქვენი ქვეყანა ულამაზესია. ხალხი, ბუნება, სამზარეულო - ეს შესანიშნავი სინთეზია. კერძები მართლაც უნიკალური გაქვთ. მოხიბლული ვარ საქართველოთი, რადგან ბევრის თქმა შემიძლია ამ ქვეყანაზე“,-ამბობს ტურის მონაწილე იოლანდა ევანსი, რომელიც სტატიებს Washington Post-ის, Arch Digest-ის, Food&Wine-ისა და სხვა გამოცემებისთვის ამზადებს.  

რიგით მესამე „გემო ფესტზე“ იმერეთის 17 ობიექტი მონაწილეობდა.  გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებმა როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები წარადგინეს.
ცნობილი გამოცემების წარმომადგენლები „გემო ფესტის“, საქართველოს გასტრონომიული ტურიზმისა  და ღვინის შესახებ სტატიებს ამზადებენ.

უცხოელი ჟურნალისტები უკვე იმყოფებოდნენ თბილისში, სიღნაღში, ყვარელში, მცხეთაში, უფლისციხეში, მარტვილში. მედიის წარმომადგენლებმა გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  ადგილობრივი ჩაის პლანტაციები დაათვალიერეს.

პრესტურის მიზანია საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023