ტურიზმი
09/03/2023

"ინდუსტრიის სურვილია, ტურიზმის შესახებ კანონი დაჩქარებული წესით არ იქნას მიღებული"

„ტურიზმის კანონონპროექტზე მუშაობა სრულ ჰარმონიაშია კერძო სექტორთან, მათ შორის ვადების კუთხითაც,“ -ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ინდუსტრიის სურვილია, რომ ტურიზმის შესახებ კანონი დაჩქარებული წესით არ იქნას მიღებული.

„კერძო სექტორის თხოვნა იყო, რომ ძალიან არ გვეჩქარა და კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ მიგვეღო. ტურიზმის შესახებ ახალი კანონი მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება ინდუსტრიისთვის. ეკონომიკის სამინისტრო პარლამენტთან ერთად განაგრძობს ბიზნესთან კონსულტაციებს, რომ თითოეული პუნქტი იყოს სრულ თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და მეორეს მხრივ, მორგებადი ქართულ ტურიზმის ინდუსტრიასთან.

ჩვენი პოზიცია უცვლელია, არ გვინდა მოხდეს ინდუსტრიაზე დამატებითი ზეწოლა და პირიქით, ახალი კანონი მომსახურების დონის გაუმჯობესებისკენ იყოს მიმართული. ამ ყველაფერს ისე დაბალანსებულად გავაკეთებთ და ისეთი ფორმით რომ, კომფორტული იყოს ტურიზმის სექტორისთვის და მოემსახუროს ადგილობრივი მეწარმეების გაძლიერებას. როგორც იცით, კანონპროექტთან დაკავშირებით, წამყვანი როლი დარგობრივ კომიტეტს უჭირავს, მივყვებით მათ დღის წესრიგს,“- განმარტა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის შესახებ ახალი კანონი, სავარაუდოდ წელს უნდა ამოქმედდეს, თუმცა როდის მიიღებს ახალ კანონს პარლამენტი და როდის დაიწყება მისი აქტიური განხილვები, ჯერ-ჯერობით უცნობია. ინდუსტრია კი უკვე კარგა ხანია ელის ახალ მარეგულირებელ ჩარჩოს, რომელმაც 1997 წელს მიღებული დღემდე მოქმედი კანონი უნდა ჩაანაცვლოს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023