ტურიზმი
24/02/2021

Inn Group-ი: ბაკურიანის და გუდაურის სასტუმროებში გაყიდვებს დღესვე ვიწყებთ

სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია „ბიზნესპარტნიორთან“ სამთო კურორტებზე სასტუმროების გახსნის გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ Inn Group-ი ბაკურიანის და გუდაურის სასტუმროებში გაყიდვებს დღესვე იწყებს.

„შეზღუდვების შემსუბუქება, რომ ერთი თვით ადრე მომხდარიყო, ბევრად კარგი იქნებოდა, თუმცა რას ვიზამთ. ბევრ სასტუმროს შეიძლება აღარ უღირდეს 1 თვით ან თვეზე ნაკლებით გახსნა, ჩვენთვის კი ახლა გახსნა მნიშვნელოვანია. შეიძლება იმ შედეგის დადება ფინანსურად არ გამოგვივივდეს რაც გვინდა, მაგრამ შესაძლებლობა გვეძლევა ვიმუშაოთ და ვცადოთ მაინც. იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე კვირა მაინც ვიმუშავებთ. ამინდსაც გააჩნია, თუმცა, გვგონია, რომ სეზონი მარტის ბოლომდე გაგრძელდება,“ - აცხადებს კოკაია.

მისი ინფორმაციით, სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group-ი ბაკურიანის და გუდაურის სასტუმროებს ხვალიდან გახსნის.

კითხვაზე, არსებობს თუ არა იმის რისკი, რომ ვერ მოხერხდეს იმ ფინანსური სახსრების ამოღება, რაც მუშაობის განახლებისთვის იქნება საჭირო, კოკაია განმარტავს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რეაქცია ექნება ბაზარს.

როგორც კოკაია აცხადებს, კარგი იქნება თუ მთავრობა საბაგიროების გახსნა 8 მარტამდე არ გადადებს, რადგან მაგალითად, კურორტ გუდაურის მუშაობა ერთმნიშვნელოვნად ამაზეა დამოკიდებული.

„მიმაჩნია, რომ ღია საბაგიროები საფრთხის შემცველი არ არის. მით უმეტეს, რომ ადამიანი თავიდან ბოლომდე აღჭურვილია და შესაძლებელია სოციალური დისტანციის დაცვაც. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ყველა საბაგირო არის სახელმწიფო საკუთრება, შესაბამისად, კონტროლი თვითონ სახელწმიფოზეა დამოკიდებული. მათ უფრო მეტი ბერკეტები აქვთ რომ აკონტროლონ,“ - აცხადებს კოკაია.

სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიის  პორტფელშია სასტუმროები თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში.

რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, 25 თებერვლიდან სამთო კურორტებზე სასტუმროები იხსნება. საბაგიროები  8 მარტიდან გაიხსნება.

ქვეყნის მასშტაბით კოვიდის ფონზე ზამთრის კურორტების მუშაობა 28 ნოემბრიდან არის შეზღუდული. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება შეწყდა.

ამასთან, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დაშვებული იყო მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023