ტურიზმი
21/09/2023

Instagram-ისა და YouTube-ის პოპულარული ვლოგერი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლებს ამზადებს

მოდისა და დიზაინის პოპულარული გერმანელი ინფლუენსერი დიანა ციუნ ლივენი საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობა. პოპულარული ვლოგერი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით მოგზაურობს. დიანა ციუნ ლივენს  Instagram-სა და YouTube-ზე ორ მილიონამდე გამომწერი ჰყავს.

ტურის ფარგლებში დიანა ციუნ ლივენმა დაათვალიერა თბილისის ისტორიული უბნები, გაეცნო დედაქალაქის ტურისტულ ადგილებს. გერმანელმა ინფლუენსერმა ბათუმი მოინახულა, ეწვია ციხისძირს, პეტრას ციხესა და მტირალას ეროვნულ პარკს.

დიანა ციუნ ლივენი საქართველოს კულტურის, ბუნების, ეროვნული პარკების, კურორტების, ღვინისა და სამზარეულოს შესახებ ვიდეო ვლოგებს, პოსტებსა და სთორებს ამზადებს, რომელსაც სოციალურ ქსელში ასიათასობით გამომწერი იხილავს. ტურის მიზანია საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა ევროკავშირის ქვეყნებიდან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023