ტურიზმი
10/10/2023

"IWSC საქართველოში 3 წლის განმავლობაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსს გამართავს"

IWSC საქართველოში რიგით მეორე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსს გამართავს. 

როგორც IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი, მარიამ გუჯაბიძე გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-თან" აცხადებს, მიმდინარე წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალი 3 წლიანი ლიცენზიის მფლობელი გახდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალი 3 წლის განმავლობაში, IWSC საქართველოში ჩამოვა და ქართველი მეღვინეებისათვის კონკურსს ჩაატარებს.

მისივე ინფორმაციით, ლიცენზიის მოპოვებასთან ერთად, ფესტივალი რეგიონალურ ღონისძიებად გადაიქცა, შესაბამისად ჟიურის წევრები ქართულ ღვინოებთან ერთად, სომხურ და აზერბაიჯანული წარმოების ღვინოებსაც დააგემოვნებენ.

"IWSC ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსია, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის.

ეს არის საზოგადოება, რომელიც ძალიან კარგ სპეციალისტებს, სომელიეებს, ექსპერტებსა და მაგისტრებს აერთიანებს, მათი მიზანი კი, მსოფლიოს მასშტაბით მიუკერძოებელი კონკურსის ჩატარების დამკვიდრებაა",-აცხადებს გუჯაბიძე.

როგორც ბრენდ ამბასადორი აღნიშნავს, კონკურსის არსებობა, ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისათვის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი და ხელშემწყობი ფაქტორია. ამასთან, კონკურსში მონაწილე მეღვინეებსა თუ ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისათვის სამომავლო თანამშრომლობებს ხელს უწყობს. 

ცნობისთვის, IWSC-ის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსი საქართელოში პირველად გასულ წელს ჩატარდა. რაც შეეხება თავად IWSC-ს, ის დიდ ბრიტანეთში ნახევარი საუკუნის წინ დაარსდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023