ტურიზმი
24/07/2020

"კახეთში საერთაშორისო ვიზიტორების დანაკლისს შიდა ტურიზმი მეტ-ნაკლებად ავსებს"

კახეთში ტურიზმის გამოცოცხლების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.

კახეთის მხარის რწმუნებული მიიჩნევს, რომ რეგიონში ტურიზმის მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნება განაპირობა, ახალი ტურისტული ობიექტების სიმრავლემ, როგორიცაა რედისონ წინანდალი, შატოები, საოჯახო მარნები, ისეთი ტიპის კურორტები როგორიცაა ლოპოტა, კაჭრეთის ამბასადორი, ყვარლის და ილიას ტბა. ამავდროულად არის მრავალფეროვანი - ისტორიული, სათავგადასავლო, გასართობი მიმართულების ადგილები, ლაგოდეხის ნაკრძალი და სხვა.

„შიდა ტურიზმის გასააქტიურებლად ინტენსიურად გრძელდება პანდემიამდე დაწყებული პროექტების განხორციელება. ყველა სახელმწიფო პროგრამა მუშაობს, რომ განვითარდეს სოფლის მეურნეობა,  განხორციელდეს ისეთი პროქტები, როგორიცაა სასტუმროების მშენებლობა, ევროკავშირის დონორი ორგანიზაციების პროექტები და ზოგადად ტურისტული სექტორი უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ,“– ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

მისი თქმით, სასტუმროსა და ტურისტული ობიექტის მშენებლობა, რომელიც დაწყებული იყო კოვიდამდე, ეკონომიკის ამოქმედების შემდეგ განახლდა. ამ ეტაპზე მუშაობა მიდის თუშეთისკენ მიმავალი საბაგირო გზის მშენებლობაზე,

კახეთის რწმუნებულის თქმით, პანდემიის პერიოდში საერთაშორისო ტურიზმის შეჩერებამ, საკმაოდ მძიმე შედეგები მოიტანა. "ბევრი უცხოელი ტურისტი ჩამოდიოდა კახეთში, ადგილზე აგემოვნებდა ქართულ ღვინოს და დიდი რაოდენობითაც იყიდებოდა. ამ დანაკლისს ამ დროისთვის შიდა ტურიზმი მეტნაკლებად ავსებს".

ირაკლი ქადაგიშვილი იმედოვნებს, რომ შემოდგომაზე კახეთს უფრო მეტი ტურისტი ესტუმრება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023