ტურიზმი
30/10/2020

კახეთში სასტუმრო "სვიანა" გაიხსნა

კახეთში, სოფელ ლეჩურში სასტუმრო „სვიანა“ გაიხსნა.

18 ნომრიან სასტუმროსში ორი ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი და საკონფერენციო დარბაზია განთავსებული. ამასთანავე, სასტუმროს ტერიტორიაზე სტუმრები ღია აუზით სარგებლობასაც შეძლებენ.

სასტუმრო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, გაიხსნა და 23 ადამიანი დასაქმდა.

„სვიანას“ დამფუძნებლი სასტუმროს გაფართოებას და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს.

“სასტუმრო, რომელის სააგენტოს მხარდაჭერით გაიხსნა საწყის ეტაპზე 18 ოთახით უმასპინძლებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორიო დამსვენებლებს,” - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა. მისივე თქმით, სააგენტომ სასტუმრო ინდუსტრიის კომპონენტის ფარგლებში, 132-ზე მეტ სასტუმრო დავუჭირა მხარი. პროექტების ინვესტიციის ჯამური მოცულობა 0,5 მლრდ ლარს აღწევს, პროექტები 3 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნიან.

აღსანიშნავია რომ სასტუმრო „სვიანა“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 4 500 000 ლარზე მეტს შეადგენს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023