ტურიზმი
18/10/2023

კურორტი "ნუნისი" - სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით, ჩვენს ქვეყანას მეტი რეკლამირება სჭირდება

სამედიცინო ტურიზმს აქვს პერსპექტივა, ქვეყნის ეკონომიკაში თავისი სოლიდური წვლილი შეიტანოს და ყაზახეთის, პოსტსაბჭოთა სივრცის, აღმოსავლეთ ევროპის, გალფის და სხვა ქვეყნების მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები ჩამოიყვანოს, თუმცა, ამ დრომდე რჩება გამოწვევები, რომლებიც დარგის განვითარებას აფერხებს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას სხვადასხვა კურორტის მენეჯმენტში აცხადებენ.

როგორც კურორტ „ნუნისის“ მმართველი პარტნიორი ირმა დაუშვილი აცხადებს, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ცნობადობის სიმცირე და კადრების დეფიციტი - ეს იმ გამოწვევათა მცირე ჩამონათვალია, რომელზეც ბიზნესსექტორი მიუთითებს და ამბობს, რომ ამ ფაქტორების გამო, ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმი ნელი ტემპით ვითარდება.

დაუშვილის განმარტებით, ბოლო წლებში, ქვეყანაში კურორტების განვითარების მიზნით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა მეტი აქტივობაა საჭირო. ბიზნესი ამბობს, რომ საქართველოს, როგორც სამედიცინო ტურიზმის კუთხით საინტერესო ქვეყანაა, ევროპულ სახელმწიფოებში ნაკლებად იცნობენ, შესაბამისად, აქ ამ სერვისებით სარგებლობის მიზნით, მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოდიან.

„მეტი რეკლამიება სჭირდება ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით, რომ უფრო მეტად დაიტვირთოს ჩვენნაირი კურორტები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მოწყობა, რადგან ეს ბუნებრივი რესურსები არის, ძირითადად, მთიან რეგიონებში და იმისთვის, რომ დავაინტერესოთ ჩვენი მომხმარებელი და შევუქმნათ კომფორტი ადგილზე, ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს ზრდის, რა თქმა უნდა, მოთხოვნას“, - განმარტავს ირმა დაუშვილი.

კურორტ „ნუნისის“ მმართველმა პარტნიორმა კადრების დეფიციტზეც ისაუბრა. მისი თქმით, იმის გამო, რომ საქართველოში სამედიცინო ტურიზმი განვითარებული არ არის, კვალიფიციური ექიმები ემიგრაციაში მიდიან, რის გამოც ქვეყნიდან უზარმაზარი რესურსი გაედინება.

შეგახსენებთ, მსოფლიოში სამედიცინო ტურიზმის ცნობადობა და ამ კუთხით მოთხოვნა განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გაიზარდა. რაც შეეხება საქართველოს რესურსს, ქვეყანას, დაახლოებით, 280 საკურორტო ადგილი აქვს და აქედან, 60-ზე მეტი ბალნეო კურორტია. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023