ტურიზმი
17/04/2021

ქუთაისის განახლებული აეროპორტი მგზავრებს ხვალიდან მიიღებს

ქუთაისის განახლებული აეროპორტი 18 აპრილიდან მგზავრებისთვის იხსნება.
 
აეროპორტში გაერთიანდა ორივე ტერმინალი და აეროპორტს ექნება საერთო ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვის არის საჭირო.
 
 
განახლებულ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) აქვს და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. არსებული და ახალი ტერმინალები ჯამში დაახლოებით 30 ათასი კვადრატული მეტრის ერთ ტერმინალს ქმნის საერთო მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით.
 
აეროპორტში დამონტაჟებულია პოლონური კომპანია Dimark group-ის ბარგის მართვის სისტემა; მოეწყო 18 სარეგისტრაციო დახლი, საიდანაც ორი ე.წ. baggage drop off იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ.
 
განახლებულ აეროპორტში მოეწყო ე.წ. მწვანე გადახურვა, ტერასა გამწვანებით.
 
ფუნქციონირებს სახანძრო და წყალმომარაგების სისტემები.
 
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის კონცეფტ-დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-ს ეკუთვნის.
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023