ტურიზმი
19/10/2023

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოს აეროპორტებიდან ერთადერთია, რომელმაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 93 %-ით გადააჭარბა"

საქართველოს აეროპორტებიდან 9 თვის ჭრილში, პანდემიამდელი პერიოდის მგზავრთნაკადის გაუმჯობესების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გამოირჩევა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი ერთადერთია, სადაც პანდემიამდელი მგზავრთნაკადის ზრდა ფიქსირდება.

"2023 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდის, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ერთადერთი აღმოჩნდა, სადაც მგზავრთნაკადი გაიზარდა და თანაც 93 %-ით. ანუ თითქმის გაორმაგდა. მაშინ როდესაც, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით სრულ აღდგენას - 7 % დააკლდა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი სრულად აღდგა.

ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა ჯამში 4 მილიონ ნახევარს გადააჭარბა. რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით სრულად არის მგზავრთნაკადი აღდგენილი და დაახლოებით 10 %-იანი ზრდა გვაქვს.

მგზავრთნაკადის აღდგენის კუთხით კი ძირითადი წვლილი ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის. ჩვენ უკვე ვუმასპინძლეთ ქუთაისში მილიონ 200 ათასზე მეტ მგზავრს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი ვითარდება. საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა იზრდება,"-განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განმარტებით, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქვეყნის სიდიდით მეორე აეროპორტია, სადაც ევროპასთან ყველაზე მეტი პირდაპირი ფრენა ხორციელდება.

დეკემბრიდან კი Wizz Air-ის მეოთხე ბაზის საშუალებით პირდაპირი საჰაერო კავშირი სკანდინავიის ქვეყნებთან, კერძოდ დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენთან მოხდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023