ტურიზმი
29/04/2021

ქუვეითსა და საქართველოს შორის ფრენები რამდენიმე კვირაში განახლდება

ქუვეითური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Jazeera Airways-ი საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება.

ავიაკომპანია, რომელმაც საქართველოს მიმართულებით ფრენები COVID-19-ის რეგულაციების გამო შეაჩერა, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ელ-ქუვეითი-თბილისი-ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე ფრენებს აღადგენს. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ავიაკომპანია Jazeera Airways-ზე ელ-ქუვეითი-თბილისი-ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე ოპერირებისთვის ნებართვა 10 მაისიდან პერიოდზე აქვს გაცემული. GCAA-ს საიტზე განთავსებული გრაფიკიდან ირკვევა, რომ Jazeera Airways რეისების განხორციელებას კვირაში 3 სიხშირით იწყებს, ხოლო 1-ლი აგვისტოდან მეოთხე სიხშირესაც ამატებს. 

შეგახსენებთ, რომ Jazeera Airways-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. როგორც ცნობილია, ყურის ქვეყნების მხრიდან საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან ტურისტულ მიმართულებაზე დაინტერესება ბოლო პერიოდში სულ უფრო მზარდი იყო.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Jazeera Airways-ი 2004 წელს დაფუძნდა და დღეისათვის ქუვეითში ერთ-ერთ მსხვილ ავიაგადამზიდავად მიიჩნევა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023