ტურიზმი
08/08/2022

ლევან დავითაშვილი: 2019 წელთან შედარებით რუსი ტურისტების რაოდენობა შემცირებულია

ტურიზმთან დაკავშირებით დადებითი დინამიკაა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, 2019 წელთან შედარებით, 65.3%-იანი აღდგენაა. 

თუმცა, მისი თქმით, ტრადიციული ბაზრებიდან ტურისტების რაოდენობა შემცირებულია. მთავრობა კი, კომპენსირების მიზნით, ტურისტების სხვა ქვეყნებიდან მოზიდვას ცდილობს. 

"სამწუხაროდ ჩვენ რიცხვებზე არ გვაქვს ხოლმე აქცენტი, ვსაუბრობთ უბრალოდ შეგრძნებებსა და აღქმებზე. 2019 წელთან შედარებით, საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა შემცირებულია. ასევე შემცირებულია ტურისტების რაოდენობა სხვა ტრადიციული ბაზრებიდან. მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გარკვეული ალტერნატივები შევქმნათ, ბაზრების დივერსიფიკაცია მოხდეს, კომპენსირება მოვახდინოთ დანაკარგების და სხვა ქვეყნებიდან მოვიზიდოთ ტურისტები. 

ტურიზმთან დაკავშირებით კარგი დინამიკა გვაქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის შემოსავლებს უკავშირდება. ტურიზმი არის ის დარგი, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის დასაქმებას ახდენს.

2019 წელთან შედარებით 65.3%-ით აღვადგინეთ ტურისტების რაოდენობა. 2019 წელთან შედარება ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დროს იყო პიკი. აჟიოტაჟი და ცრუ წარმოდგენები, რომ ჩვენთან ტურისტებს გადაჭარბებული რაოდენობაა, ეს არის ნება იმ ტენდენციების დაზიანების, რომელიც ჩვენ გვაქვს. 

საქართველომ მოახერხა, მთავრობისა და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით, კარგი შედეგების მიღწევა. შემოსავალში 80.6%-იანი აღდგენაა. დაახლოებით 1.3 მლრდ დოლარი შემოსავალია, რაც ჩვენს ბევრ მოქალაქეზე თითქმის თანაბრად ნაწილდება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023