ტურიზმი
23/06/2020

მადრიდიდან თბილისის მიმართულებით შესაძლოა პირდაპირი რეისები დაინიშნოს

ქართულ ავიაბაზარზე შესაძლოა მალე ესპანური ავიაკომპანია Air Europa გამოჩნდეს, მგზავრი კი თბილისიდან მადრიდში პირდაპირი რეისით ჩასვლას შეძლებს.

როგორც ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული" განაცხადა, მადრიდი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნით ესპანური მხარეა დაინტერესებული.

ილია გიორგაძის თქმით, მადრიდიდან თბილისისკენ პირდაპირი რეისების შესრულებაზე იმსჯელებენ ესპანეთის ტურიზმის მინისტრი და საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, როდესაც ესპანეთის დელეგაცია ივლისის მეორე ნახევარში საქართველოს ეწვევა.

"ერთ-ერთი საკითხი რაზეც ტრანსპორტის მინისტრი ისაუბრებს ნათია თურნავასთან იქნება ესპანური ავიაკომპანიების ქართულ ბაზარზე შემოსვლა. მათი მხრიდან ინტერესი დიდია, კერძოდ, ეს სავარაუდოდ იქნება Air Europa. ნათია თურნავასთან შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება პირდაპირი რეისების დანიშვნა მადრიდიდან თბილისში", - განაცხადა ილია გიორგაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023