ტურიზმი
14/06/2023

მაია ომიაძე საქართველოში  გერმანიის ელჩის მოადგილეს და პირველ მდივანს შეხვდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საქართველოში  გერმანიის ელჩის მოადგილეს ტანია ჰუტს და პირველ მდივანს სარა ცილონკას შეხვდა.

გერმანიის ელჩის მოადგილე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ და მიმდინარე მარკეტინგულ კამპანიებს გაეცნო.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ბერლინის საერთაშორისო ტურისტული  გამოფენის ITB Berlin 2023-გან მიღებული შედეგები, აღნიშნულ გამოფენაზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იყო წარდგენილი.

საუბარი შეეხო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგულ კამპანიას გერმანიაში. მიმდინარე ინტეგრირებული კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა პლატფორმებზე, ფიცრულ და ბეჭდურ მედიაში საქართველოს ტურისტული პროდუქტების რეკლამირება მიმდინარეობს.

კამპანიის ფარგლებში საქართველოში მაღალრეიტინგული გერმანული პრესის წარმომადგენლებისა და ბლოგერებისთვის პრესტურები ტარდება.

მარკეტინგული კამპანიის  მიზანია გერმანიაში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების გაზრდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023