ტურიზმი
02/06/2023

მაია ომიაძე: ტურიზმის ინდუსტრიაში მსოფლიო ტურიზმის დღე წლის მთავარი მოვლენაა

„ტურიზმის ინდუსტრიაში მსოფლიო ტურიზმის დღე წლის მთავარი მოვლენაა“, - აცხადებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

მისი განმარტებით, 2024 წელს, როდესაც საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი იქნება ქვეყანაში ბევრი მაღალი რანგის სტუმარი ჩამოვა და ეს იქნება კარგი შესაძლებლობა საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად.

„მსოფლიო ტურიზმის ისტორიაში ტურიზმის დღეს წლის მთავარი მოვლენაა და 2024 წელს საქართველო გახდება მასპინძელი. ევროპის კომისიამ ერთხმად მხარი დაგვიჭირა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღეზე ძალიან ბევრი მაღალი დონის სტუმარი ჩამოვა და გვექნება შესაძლებლობა გავაცნოთ მათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი, ასევე ტურიზმის პოტენციალი და ვუმასპინძლოთ“, - აცხადებს მაია ომიაძე.

უკვე ცნობილია, რომ 2024 წელს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს.  საქართველოს დელეგაციის ინიციატივას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი.

კომისიის სხდომას, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან ერთად ევროპის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები და ტურიზმის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, ქართული მხრიდან ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული ესწრებოდნენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023