ტურიზმი
01/08/2023

მარიამ ქვრივიშვილი: აქტიურად ვმუშაობთ პირდაპირი ფრენების დანიშვნის კუთხით

საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, ტურიზმიდან შემოსავლები სტაბილურად იზრდება და  პირველ ექვს თვეში ქვეყანამ 1,804,529,935 დოლარის შემოსავალი მიიღო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. 
 
მისივე თქმით, განსაკუთრებთ მნიშვნელოვანია, რომ პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, მზარდია ევროკავშირის, ისრაელის, ყურის ქვეყნებიდან შემოსული მოგზაურების რაოდენობა და მათი დანახარჯების ოდენობა. 
 
„ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის პოტენციალის კიდევ უფრო მეტად წარმოჩინებას საერთაშორისო არეალზე. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ პირდაპირი ფრენების დანიშვნის კუთხით იმისთვის, რომ გვქონდეს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რაც რა თქმა უნდა ხელს უწყობს მობილობის ზრდას და ჩვენს ქვეყანაში მეტი ტურისტის შემოსვლას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. 
 
2023 წლის იანვარი-ივნისის თვის მონაცემებით, საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) 1,804,529,935 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 123.9%-ით აღდგენაა (348,461,374 აშშ დოლარი).
2022 წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია    661,999,720 (57.9%)  აშშ დოლარით.
 
წელს, მეორე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 1,009,112,957 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის 115%-ით აღდგენაა.
 
2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 260,291,106 (34.8%) აშშ დოლარით.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023