ტურიზმი
25/07/2023

"მარკეტინგული აქტივობების შედეგად, მაღალმხარჯველიანი ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია "

"მიმდინარე წელს, ტურისტული სეზონი საკმაოდ შთამბეჭდავად დაიწყო და კიდევ მეტის მოლოდინი გვაქვს,“ -ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორს“ "საქართველოს ტურიზმის ასოციაციის“ თავმჯდომარე, ნატალია კვაჭანტირაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად დაბინძურებული ზღვის ფაქტორი პირდაპირ ეფექტს მოახდენს, როგორც მოგზაურებზე, ასევე ადგილობრივებზე, რის გამოც მეტწილად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები დაზარალდებიან, რომლებსაც საოჯახო სასტუმროები და მცირე წარმოებები აქვთ. რაც შეეხება აჭარის მსხვილ სასტუმროებს, ისინი სეზონზე სრულად დაჯავშნილია და  ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.  

"ქვეყანაში საერთაშორისო სტუმრების დიფერენცირება ხდება. ვფიქრობ, აქცენტი მხოლოდ ერთ მიმართულებაზე არ უნდა გაკეთდეს და ჩვენთვის ყველა ის ქვეყანა უნდა იყოს საინტერესო, რომელიც საქართველოს მიმართულებით ინტერესს გამოიჩენს.

მარკეტინგული აქტივობების შედეგად კი მაღალმხარჯველიანი სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია."-აცხადებს კვაჭანტირაძე.

როგორც "საქართველოს ტურიზმის ასოციაციის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, პანდემიიდან მოყოლებული ადგილობრივი ტურიზმი მეტად განვითარდა და განსაკუთრებით ის ადგილებია ყურადღების ცენტრში, სადაც ინფრასტრუქტურაა განვითარებული. შესაბამისად, განურჩევლად საკურორტო ზონისა თუ რეგიონისა, ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ  სტუმრებს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა დაახვედრონ.

დღეისათვის სულ უფრო აქტუალური ხდება ბალნეოლოგიური კურორტი, რის გამოც კვაჭანტირაძის მტკიცებით, უახლოეს მომავალში იმ უცნობი ადგილების მოსახლეობისათვის გაცნობა მოხდება, რომლებიც კურორტის სტატუსს იმსახურებენ.

გარდა ამისა, ასოციაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, სექტორის განვითარებისათვის დარგობრივი უნარების ორგანიზაციები იქმნება, რაც ბიზნესს ჩართულობის ნაწილში მეტად გაააქტიურებს. პროფესიულ კოლეჯებთან ერთად, ბიზნესი ისეთ პლატფორმას შექმნის, რომელიც კადრების შენარჩუნებას ხელს შეუწყობს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023