ტურიზმი
04/05/2021

Marriott-ის ქსელი: ვაქცინაცია ტურიზმის აღდგენის საფუძველი გახდება

საქართველოში Marriott-ის სასტუმროების ქსელის გაყიდვების დირექტორი ანა ჩეჩელაშვილი ტურიზმის სექტორში შემავალი კომპანიების თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესის დაწყებას „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს და აცხადებს, რომ ვაქცინაცია ერთადერთია, რომელიც სექტორს კრიზისიდან გამოიყვანს.

მისი ინფორმაცით, მნიშვნელოვანია, სამომავლოდ ეს ინფორმაცია მარკეტინგულად სწორად გავრცელდეს.  

„თუ სწორად მოხდა მსოფლიოში, ჩვენს სამიზნე ბაზრებზე ამის გავრცელება, ეს ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს. ამ შემთხვევაში ხალხის გონებაში საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოსთან იქნება ასოცირებული. ეს საქართველოს გამოარჩევს იმ ქვეყნებისგან, სადაც მსგავსი პრაქტიკა ჯერ მიღებული არ აქვთ,“ - აცხადებს ჩეჩელაშვილი.

მისი განცხადებით, დღეს, მთავრობის მიღებული გადაწყვეტილება ტურიზმის აღდგენის საფუძველი გახდება. როგორც ჩეჩელაშვილი აცხადებს, მიუხედავად ამისა, ტურიზმის ინდუსტრია 2019 წლის მაჩვენებლებს 2022 წლის ბოლომდე ვერ დაუბრუნდება.

„სხვა ქვეყნების მაგალითზე რომ ვისაუბროთ, ვაქცინაცია კარგი ტემპით მიმდინარეობდა, თუმცა ტურიზმის აღდგენა სწრაფად მაინც ვერ მოხდა. ის, რომ საზოგადოება აიცრება და ტურისტების რიცხვი მკვეთრად გაიზრდება, ამის მოლოდინი არ გვაქვს. თუმცა, ეს არის მთავრობის მხრიდან ტურიზმის აღდგენის მიზნით გადადგმული ერთ-ერთი სწორი ნაბიჯი, რომელიც დარგის აღგენის საფუძველს თანდათან შექმნის,“ - აცხადებს ჩეჩელაშვილი.

შეგახსენებთ,ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციისთვის შესაბამისი სიების შედგენაზე ნათია თურნავას უწყება მუშაობას კერძო სექტორთან იწყებს.

"ტურისტული ინდუსტრია ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტული ჯგუფი იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს სექტორი. ასევე მნიშვნელოვანია მარკეტინგული მხარდაჭერა, რომ მსოფლიომ შეიტყოს ჩვენი ტურისტული ინდუსტრია არის COVID უსაფრთხო. ეს შესაძლებელია სწრაფი ვაქცინაციის გზით. აქედან გამომდინარე, ვიმუშავებთ სხვადასხვა ასოციაციასთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შესაბამისი სიები სხვადასხვა რესტორნის, სასტუმროს, ტურ-ოპერატორი კომპანიის თანამშრომლების და მოხდება მათი ორგანიზებული, ნებაყოფლობითი ვაქცინაცია. ის კომპანიები, სადაც დასაქმებული პერსონალის უმრავლესობა იქნება ვაქცინირებული, ჩაითვლება COVID უსაფრთხო სასტუმროებად, COVID უსაფრთხო რესტორნებად, კომპანიებად და ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გავუწევთ მათ პრომოუშენს და მთელი მსოფლიო შეიტყობს, რომ ესა თუ ის რესტორანი და სასტუმრო არის COVID უსაფრთხო",- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023