ტურიზმი
01/09/2023

"მართა ბებოს დამბალხაჭო" ტურისტული სივრცის გაფართოებას გეგმავს

დაბა თიანეთში "მართა ბებოს დამბალხაჭოს" საწარმოში ტურისტებსაც მასპინძლობენ, სადაც მათთვის მასტერკლასები იმართება. ისინი ეცნობიან დამბალხაჭოს მომზადების ტრადიციას, თან განსხვავებულ კერძს აგემოვნებენ. დამბალხაჭო აგროტურიზმში ფეხს აქტიურად იკიდებს.

„ჩვენ ელკანას ბენეფიციარები გავხდით, როგორც აგროტურისტული ობიექტი, საწარმოში მოვაწყვეთ ცალკე სივრცე, რომელიც გათვალისწინებულია შოურუმისთვის. ვთანამშრომლობთ ტურისტულ კომპანიებთან, მათი საშუალებით ვიღებთ 5-7 კაციან ჯგუფს, რომლებსაც მასტერკლასის გარდა, კუთხის გასტრონომიის გაცნობის საშუალებაც აქვთ. აგროტურიზმი მთელ მსოფლიოში ძალიან აქტუალურია, ის ერის იდენტობის, ეთნოკულტურის და წეს-ჩვეულებების შეცნობის საშუალებას იძლევა. ეს სექტორი ნიშურია თიანეთში და მისი ათვისებით შევძლებთ ბევრი ტურისტის მოზიდვას, რეგიონის პოპულარიზაციის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას", - აცხადებს "მართა ბებოს დამბალხაჭოს" დამფუძნებელი ეკა დოჯურიშვილი.

"მართა ბებოს დამბალხაჭო" ტურისტული სივრცის გაფართოების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით აწარმოე საქართველოსგან დაფინანსების მოლოდინშია.

"ყველა ეტაპი გავიარეთ და ველოდებით პასუხს,გაფორმდება თუ არა ხელშეკრულება. დიდი მოლოდინი გვაქვს, რადგან აგროტურისტული მიმართულებით გაფართოება გვჭირდება. ",- აღნიშნა ეკა დოჯურიშვილმა.

საქართველოში "ღვინის გზის" პროექტის მსგავსად, "ყველის გზის" პროექტიც განხორციელდება.

ეკა დოჯურიშვილის თქმით, "მართა ბებოს დამბალხაჭო" იმ პირველ 30 საწარმოს შორისაა, რომელიც ყველის გზაზე მოინიშნა.

"ეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რადგან დაგვეხმარება უფრო ცნობადები გავხდეთ და ტურისტისთვისაც საინტერესო იქნება ჩვენი ლოკაცია", - ამბობს ეკა დოჯურიშვილი "აგროპარტნიორთან" საუბრისას. 

agropartner.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023